ბასილაშვილი 1/16 ფინალშია

0
195

ავსტრალიის ღია პირველობაზე ქართველმა ჩოგბურთელმა იტალიელი სტეფანო ტრავალია 5 სეტში – 3:6, 6:3, 3:6, 6:4, 6:3 დაამარცხა და ტურნირის 1/16 ფინალში იასპარეზებს.

ბასილაშვილის მეტოქე მსოფლიოს მე-15 ჩოგანი, ბერძენი სტეფანოს ციციპასი იქნება. მატჩი 18 იანვარს, თბილისის დროით 03:00 საათზე დაიწყება.

წყვილში გამარჯვებული 1/8 ფინალში, სავარაუდოდ შვეიცარიელ როჯერ ფედერერს დაუპირისპირდება.

NO COMMENTS