ძლიერმა ქარმა დმანისში საცხოვრებელი კორპუსების სახურავები დააზიანა

0
234

დმანისის მუნიციპალიტეტში ძლიერი ქარის შედეგად დაზიანებულია ორი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის სახურავი.

ადგილზე იმყოფება დმანისის მუნიციპალიტეტის მერი, გიორგი ტატუაშვილი.

ადგილზე მობილიზებულია სახნძრო-სამაშველო ჯგუფი.

ამ წუთებში ერთდროულად ორ ადგილზე მიმდინარეობს გაწმენდითი ღონისძიებები.ეს არის 26 მაისის N9 და გორგასლის N7 მდებარე კორპუსის მიმდებარე ტერიტორია.

 სალიკვიდაციო სამუშაოების დასრულების შემდგომ მოხდება დაზიანებული სახურავების რეაბილიტაცია.

NO COMMENTS