ბოლნისის მუნიციპალიტეტში სოფლის კრებები აქტიურ რეჟიმში იმართება

0
93

5 თებერვალს, ,,სოფლის მხარდაჭერის პროგრამასთან” დაკავშირებით, მოსახლეობასთან შეხვედრები მუნიციპალიტეტის სამ სოფელში გაიმართა.
დარბაზის, წიფორისა და ქვეშის მაცხოვრებლებს ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურისა და ადმინისტრაციული სამსახურის უფროსები შეხვდნენ და პრიორიტეტები ერთობლივად განიხილეს.
მოსახლეობის უმრავლესობის გადაწყვეტილებით, სოფელ დარბაზში სასმელი წყლის მილების რეაბილიტაცია განხორციელდება, სოფელ წიფორში გარე განათების ქსელი , ხოლო ქვეშში შიდა გზები კეთილმოეწყობა.

4 თებერვალს ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსმა კონსტანტინე კორძაძემ, სოფლებში შეხვედრები გამართა. ადგილობრივებმა, ხმათა უმრავლესობით, წელს განსახორციელებელი პროექტები შეარჩიეს.
,,სოფლის მხარდაჭერის პროგრამის” ფარგლებში, სოფელ ტანძიის ერთ ნაწილში, კანალიზაციის ქსელის რეაბილიტაცია განხორციელდება, სოფელ ხახალაჯვარში სასმელი წყლის ქსელი რეაბილიტირდება, ხოლო ჭრეშში ერთი უბნის გარე განათება და შიდა სასოფლო გზა მოეწყობა.

რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით, ,,სოფლის მხარდაჭერის პროგრამის” ფარგლებში შეხვედრები 1 თებერვალს სენებში, ფოცხვერიანსა და ძეძვნარიანში გაიმართა.
მოსახლეობის უმრავლესობის გადაწყვეტილებით სენებში შიდა გზების კეთილმოწყობა, ფოცხვერიანსა და ძეძვნარიანში კი გარე განათების ქსელის მოწყობა განხორციელდება.

NO COMMENTS