კიბერბულინგი – რა უნდა ვიცოდეთ მასზე?

0
149

კიბერბულინგი ეს არის დამცირების ფორმა, რომელიც ციფრულ სამყაროში, განსაკუთრებით კი სოციალურ ქსელებში (Facebook, Instagram და არამხოლოდ) იჩენს თავს.
– ვინმეს შესახებ აგრესიული, ნეგატიური ან ცრუ შინაარსის მქონე მასალის (ფოტო, ტექსტური) გამოქვეყნება, გაზიარება ან გაგზავნა – ეს ყველაფერი კიბერბულინგის ფორმების არასრული ჩამონათვალია.
– მოზარდებში და ახალგაზრდებში ეს პრობლემა განსაკუთრებით მძიმედ დგას. ისინი დროის უმეტეს ნაწილს სოც.ქსელებში ატარებენ და შესაბამისად ონლაინ რეპუტაცია, რომელსაც პირდაპირ დარტყმას აყენებს კიბერბულინგი, მათთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.
პრობლემას ისიც ამძიმებს, რომ კიბერბულინგი არის:
– უწყვეტი – ციფრული სამყარო 24 საათიანი კომუნიკაციის საშუალებას იძლევა, ამიტომ ბავშვებს და მოზარდებს, რომელებიც კიბერბულინგის მსხვერპლები არიან, არ აქვთ პრობლემისგან მოწყვეტის საშუალება. 
– მუდმივი – გავრცელებული ფოტო ან ტექსტური მასალის უმრავლესობა არის მუდმივი და რჩება ინტერნეტში განუსაზღვრელი დროით. ციფრულ სამყაროში შექმნილი ნეგატიური რეპუტაცია შეიძლება, მთელი ცხოვრება გაჰყვეს ადამიანს.
– რთულად შესამჩნევი – იმის გამო, რომ მშობლებს და მასწავლებლებს ხელი არ მიუწვდებათ პირდაპირ არხებზე, სადაც კიბერბულინგი მიმდინარეობს, მისი შემჩნევა რთულია

UNICEF Georgia

NO COMMENTS