კონკურსი მარნეულის და ბოლნისის რაიონის სოფლებში მცხოვრები ახალგაზრდებისთვის

0
144

ორბელიანი საქართველო აცხადებს იდეების კონკურსს მარნეულის და ბოლნისის რაიონის სოფლებში მცხოვრები ახალგაზრდებისთვის

პროექტის მიზანია, ეთნიკური აზერბაიჯანელი ახალგაზრდების აქტივიზმის ხელშეწყობა ადგილობრივი სათემო პრობლემების გადასაჭრელად, ასევე მათთვის საჭირო უნარებისა და შესაძლებლობების განვითარება. პროექტი განხორციელდება ქვემო ქართლის რეგიონში და მოიცავს შემდეგ სოფლებს: სადახლო, მალაოღლუ, ხულდარა, ალგეთი, ტაზიკენდი,ნახიდური, ფარიზი, კოლაგარი, ხიდისყური.

ორბელიანის პლატფორმა საშუალებას მისცემს ახალგაზრდებს, რომ დაგეგმონ და განახორციელონ თემისთვის საჭირო ინიციატივები. სულ ხუთი სათემო ინიციატივა დაფინანსდება.

გარდა ამისა, სულ მცირე 40 აზერბაიჯანელი ახალგაზრდა ჩაერთვება ტრენინგებში, რომელიც მიზნად ისახავს კრიტიკული აზროვნების, მედია წიგნიერების, სამოქალაქო აქტივიზმის უნარების განვითარებას. ასევე მოეწყობა შეხვედრები წარმატებულ სპიკერებთან განათლების და დასაქმების შესაძლებლობებზე.

პროექტი ხორციელდება აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EWMI) ACCESS-ის პროექტის ფარგლებში, ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID – US Agency for International Development) დაფინანსებით.

დეტალური ინფორმაცია იხილეთ: http://www.jobs.ge/204688/?fbclid=IwAR2-zTulCmddEwQe_rqyibLz3QAUT8WWmzSKKlo4pUekXhBG3vHPkUuYIQ4

NO COMMENTS