რუსთავის საკრებულოში ქონების მართვისა და ბუნებრივი რესურსების საკითხების კომისიის სხდომა გაიმართა

0
165

რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ქონების მართვისა და ბუნებრივი რესურსების საკითხების კომისიამ, კომისიის თავმჯდომარის გოჩა ჯანგიძის ხელმძღვანელობით, რიგით 22-ე კომისიის სხდომა გამართა.
კომისიის წევრებმა დღის წესრიგით გათვალისწინებულ ერთ ძირითად საკითხზე- რუსთავის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების პრივატიზაციის გეგმის დამტკიცების თაობაზე იმსჯელეს.
ლომოურის ქუჩის მიმდებარე ტერიტორიის აუქციონზე გატანის შესახებ საკითხი კომისიის სხდომაზე, რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის ქონების მართვისა და ეკონომიკური განვითარების სამსახურის უფროსმა პაატა პაპელიშვილმა წარადგინა.
კომისიის წევრების გადაწყვეტილებით, აღნიშნული საკითხი შემდგომი განხილვისთვის საკრებულოს ბიუროს გადაეცა.

NO COMMENTS