დაუკავშირდება თუ არა თბილისი რუსთავს მეტროს ხაზით

0
218

თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, რომ მიწისზედა მეტროს პროექტზე კონკურსი გამოცხადდა.

“გასულ წელს გავაკეთეთ მიწისზედა მეტროს პროექტის პრეზენტაცია, რომელიც იგეგმება სამგორი-ლილო, სამგორი-აეროპორტის მიმართულებით და მეორე მნიშვნელოვანი მიმართულება, ეს არის თბილისი დაკავშირება ქალაქ რუსთავთან.

ჩვენ გუშინ კონკურსი გამოვაცხადეთ, რომ მოხდეს პროექტის წარმოდგენა და ასევე, ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევა უნდა შემუშავდეს. მას შემდეგ რაც გვეცოდინება ვინ იქნება გამარჯვებული, კომპანია წარმოადგენს პროექტს და ტექნიკურ-ეკონომიკურ კვლევას, თუმცა თბილისის დაკავშირება რუსთავთან მეტროს ხაზით მას შემდეგ გადაწყდება, რაც ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევა მოგვცემს სრულ სურათს“,- განაცხადა კალაძემ.

წყარო: droa.ge

NO COMMENTS