რუსთავში ჰაერის დაბინძურების მონიტორინგი, თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი უახლესი ავტომატური სადგურის საშუალებით განხორციელდება

    0
    170

    ბათუმის ქუჩაზე განთავსებული ავტომატური სადგურის სამუშაო პროცესს, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოს ეროვნული სააგენტოს უფროსი ანდრო ასლანიშვილი, რუსთავის მერის მოადგილე გოჩა ლორია და საკრებულოს წევრები: დავით იშხნელი და ბონდო მამულაშვილი ადგილზე გაეცნენ.

    სადგურის საშუალებით, ატმოსფერულ ჰაერში განისაზღვრება ნახშირჟანგის (CO), აზოტის ოქსიდების (NOx, NO, NO2), გოგირდის დიოქსიდის (SO2), მიწისპირა ოზონისა (O3) და მტვრის სხვადასხვა ფრაქციის შემცველობა.

    ავტომატური სადგურიდან მიღებული მონაცემები, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ შექმნილ ახალ პორტალზე – http://air.gov.ge აისახება.

    ახალი პორტალი – http://air.gov.ge უზრუნველყოფს ჰაერის ხარისხთან და მონიტორინგთან დაკავშირებული სრული ინფორმაციის ხელმისაწვდომობას ერთიან სივრცეში, ჰაერის ხარისხის გაუმჯობესების კუთხით, ღონისძიებების დაგეგმვას, გადაწყვეტილების მიღებისა და პოლიტიკის დაგეგმვის პროცესში საზოგადოების მონაწილეობის ხელშეწყობას.

    NO COMMENTS