„საქართველოს რკინიგზის” მაგისტრალური მიმოსვლის მატარებლებით მგზავრობისას, ვეტერანებსა და მათი ოჯახის წევრებს 50%-იანი შეღავათით სარგებლობა შეუძლიათ

0
175

საქართველოს პრემიერმინისტრის, მამუკა ბახტაძის ინიციატივით, საქართველოს მთავრობამ 2019 წლის 22 იანვარს გამოსცა N44 განკარგულება, რომლის თანახმადაც, ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანებისა და მათი ოჯახის წევრებისათვის საქართველოს რკინიგზის მაგისტრალური მიმოსვლის მატარებლების გარკვეული კატეგორიის ვაგონებით მგზავრობაზე 50%-იანი შეღავათი დაწესდა.

აღნიშნული გადაწყვეტილებისთვის ბოლნისის მუნიციპალიტეტის მაჟორიტარი დეპუტატი საქართველოს პარლამენტში, გოგი მეშველიანი პრემიერ მინისტრს მადლობას უხდის.

„მადლობა საქართველოს პრემიერ-მინისტრს, მამუკა ბახტაძეს ამ ინიციატივის განხორციელებისთვის. ” – განაცხადა მეშველიანმა.

შეღავათი შეეხება: საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლაში მონაწილეებს, ამ ბრძოლებში დაღუპულთა ოჯახის წევრებსა და მარჩენალდაკარგულებს; აგრეთვე, მეორე მსოფლიო ომის ვეტერანებსა და ავღანეთის ომის მონაწილეებს.

ვეტერანები 50% ფასდაკლებით სარგებლობას სამგზავრო ბილეთის შეძენისას პირადობის დამადასტურებელი მოწმობის წარდგენის შემთხვევაში შეძლებენ.

NO COMMENTS