გაეცანი მიმდინარე წლის გაზაფხული-ზაფხულის ტრენდულ ფერთა კომბინაციებს

0
293

„2019 წლის ფერი – მარჯნისფერია, კოდით 16-1546. ეს ფერი თავის თავში რამდენიმე ფერს აერთიანებს და ბუნებაშიც სწორედ სიცოცხლესთან და ენერგიასთან ასოცირდება. გამომდინარე იქიდან, რომ ფერების კვლევის პროცესში დიდ ადგილს იკავებს ისეთი თემები, როგორიცაა მოგზაურობა და ბუნება, ჩვენი 2019 წლის არჩევანი, სწორედ ამ ფერზე შევაჩერეთ“ – განაცხადა ამერიკულმა კომპანია Pantone-მ, რომელიც უკვე 2000 წლიდან მოყოლებული ოფიციალურად ასახელებს წლის ფერს.

სიმართლე რომ ვთქვათ 2019 წლის ტრენდული ფერის გემოვნებიანად მორგება ადვილი არ იქნება. მისი მანათობელი ელფერი ყველა ფერს ნამდვილად არ უხდება და მისი სხვა ფერებთან შეხამება ადვილი საქმე არ არის.
თუმცა, 2019 წლის გაზაფხული-ზაფხულის სეზონზე არამხოლოდ ის იქნება აქტუალური, არამედ სხვა ნათელ ფერთა პალიტრაც.

ზამთრის შემდეგ თვალს უფრო ნათელი ფერები უხარია – ეს არის ის რასაც გაზაფხულის დადგომასთან ერთად ველით. იისფერი გაზაფხულის განუყრელ ფერად ითვლება და წელსაც მოდური იქნება, განსაკუთრებით ადრეული გაზაფხულის პერიოდში.

მარჯნისფერთან ერთად საკამოდ აქტუალური იქნება წითელი და ვარდისფერი, რადგან ეს ფერები მაინც ერთ პალიტრას წარმოადგენენ და თვალის მომჭრელი ბრწყინვალება ახასიათებთ.
უშუალოდ ვარდისფერისა და წითელის შეხამებას რაც შეეხება, ფერთა ეს უცნაური შეხამება მოდის სამყაროში პირველად ივ სენ ლორანმა შემოიტანა და მოდის სამყარომაც მალევე აიტაცა. თუმცა ჩემი პირადი მოსაზრებით, ეს შეხამება არც თუ ისე მომხიბვლელი და ეფექტურია.

სამაგიეროდ გაცილებით კონტრასტულია, როდესაც წითელი ფერი აქსესუარის სახით გვევლინება და ლიდერობას სხვა ფერებს უთმობს.

მარტამდე სულ რამდენიმე დღე რჩება და როგორც სინოპტიკოსები ვარაუდობენ, 2019 ში საკმაოდ ცხელი გაზაფხული-ზაფხული გველოდება, რასაც, როგორც ვიცით, არც მოდის ტენდენციები ჩამორჩნენ და ამ წლის ფერად მარჯნისფერი შემოგვთავაზეს.
არ მოერიდოთ ექსპერიმენტებს, სხვადასხვა ფერების აქტიურად გამოყენებას და მარჯნისფერთან შეხამებას.


მთავარია გახსოვდეთ, რომ თუ სამ ფერზე მეტს იყენებთ, მათ მოცულობები უნდა მიანიჭოთ: “მეტი, საშუალო, ნაკლები”, რათა პროპორციები არ დაარღვიოთ.

NO COMMENTS