მხიარულ სტარტებში 24-ე საჯარო სკოლის გუნდმა გაიმარჯვა

0
185

სასკოლო სპორტული ოლიმპიადის ფარგლებში მხიარულ სტარტებში ფინალური ეტაპი გაიმართა. 
დღეს ერთმანეთს მე-4, მე-14 და 24-ე საჯარო სკოლის გუნდები დაუპირისპირდნენ. პირველი ადგილი N24-ე, მეორე N4-ე, მესამე კი N14-ე საჯარო სკოლამ დაიკავა. 
მხიარულ სტარტებში შეჯიბრი 7 თებერვალს დაიწყო. სპორტულ აქტივობაში რუსთავის 21 საჯარო და კერძო სკოლა მიყო ჩართული. გამარჯვებული გუნდი მარტის თვეში რეგიონულ პირველობაზე მიიღებს მონაწილეობას. 
შეგახსენებთ რომ სასკოლო სპორტული ოლიმპიადა რუსთავში ა(ა)იპ “სახელოვნებო, სპორტისა და ახალგაზრდობის განვითარების ცენტრის” ორგანიზებით ტარდება.

NO COMMENTS