ბოლნისში „კატერინენფილდის“ მარკეტინგული სტრატეგიის მეთოდოლოგიისა და დაგეგმილი აქტივობების პრეზენტაცია გაიმართა

0
147

26 თებერვალს, ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიის საკონფერენციო დარბაზში, პროექტის „ბოლნისში ბიზნეს საქმიანობის ეფექტური პლატფორმის ჩამოყალიბება“ ფარგლებში „კატერინენფილდის“ მარკეტინგული სტრატეგიის მეთოდოლოგიისა და დაგეგმილი აქტივობების პრეზენტაცია გაიმართა.
პრეზენტაციის მიზანს, კონკურსის საფუძველზე შერჩეული ექსპერტთა ჯგუფის მიერ, სტრატეგიის მოსამზადებლად შემოთავაზებული მეთოდოლოგიისა და დაგეგმილი აქტივობების ფართო საზოგადოებისთვის გაცნობა და პროცესში დაინტერესებულ მხარეთა ჩართულობა წარმოადგენდა.
აღნიშნული ღონისძიება ევროკავშირის ინიციატივის „მერები ეკონომიკური ზრდისთვის“ ფარგლებში დაფინანსებული პროექტის „ბოლნისში ბიზნეს საქმიანობის ეფექტური პლატფორმის ჩამოყალიბება“ შემადგენელი ნაწილია, რომლის ერთ-ერთ მიზანს წარმოადგენს ქ. ბოლნისის ისტორიულ უბანის “კატერინენფელდის” ტურისტული ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება და საერთაშორისო და ადგილობრივი ვიზიტორების მოზიდვის ხელშეწყობა.
პრეზენტაციას სხვადასახვა ორგანიზაციის ექსპერტები, UNDP-ის ,მერები ეკონომიკური ზრდისთვის სამდივნოს, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის წარმოადგენლები და მიზნობრივი ჯგუფები ესწრებოდნენ.

NO COMMENTS