დედის დღე რუსთავში

0
76

რუსთავის მერმა, დღეს, რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ნინო ქავთარაძესთან და მაჟორიტარ დეპუტატებთან ერთად, მრავალშვილიან და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპული რუსთაველი ჯარისკაცების დედებს 3 მარტი პირადად მიულოცა.

სიმბოლური საჩუქრები ირაკლი ტაბაღუამ, იმ ქალბატონებსაც გადასცა, რომლებიც დედის დღესასწაულს, ქალაქის სამშობიარო სახლებში შეხვდნენ.
მერის საჩუქრები დღეს მრავალშვილიანი ოჯახების წევრ პატარებსაც შეხვდათ.

დედის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ფარგლებში, ქალაქის მერის სიმბოლურ საჩუქარს, 270 რუსთაველი ქალბატონი-სოციალურად დაუცველი მრავალშვილიანი დედა და ხანდაზმულთა მუნიციპალური თავშესაფრის მცხოვრები მიიღებს.

3 მარტისადმი მიძღვნილი ღონისძიებები, რუსთავის პროფესიული დრამატული თეატრის ფოიეში, რუსთავის სამხატვრო სკოლების აღსაზრდელ ბავშვთა ნამუშევრების გამოფენით დაიწყო.

მოგვიანებით, თეატრში, სპეციალურად ამ დღისადმი მიძღვნილი კონცერტიც გაიმართა, რომელზეც მრავალშვილიანი სოციალურად დაუცველი და დასუფთავების სამსახურის თანამშრომელი ქალბატონები იყვნენ მიწვეულნი.

კონცერტში, ანსამბლები: მე რუსთველი“, ,,თუთარჩელა“, ,,სალხინო“ ,,გროს ოქტეტი“, გერმანიის ქალაქ ჰანოვერის ოპერის რუსთაველი მომღერალი გიორგი დარბაიძე და სხვა მუსიკოსები იღებდნენ მონაწილეობას.

NO COMMENTS