რუსთავში ძალოსნობის საწვრთნელი ბაზის მშენებლობის იდეა განიხილება

0
172

რუსთავის მერი ირაკლი ტაბაღუა, საკრებულოს თავმჯდომარე ლევან ონიანსა და ადგილობრივი თვითმმართველობის სხვა ოფიციალურ პირებთან ერთად, საქართველოს ძალოსნობის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტს, კახი კახიაშვილს, ძალოსანთა ეროვნული ნაკრების მთავარ მწვრთნელს, გიორგი ასანიძეს, ოლიმპიური, მსოფლიოს და ევროპის მრავალგზის ჩემპიონსა და რეკორდსმენს, ლაშა ტალახაძეს შეხვდა.

შეხვედრაზე ურთიერთთანამშრომლობის საკითხები და ძალოსნობის პოპულარიზაციის მიზნით განსახორციელებელი ერთობლივი პროექტები, მათ შორის რუსთავში ახალგაზრდა სპორტსმენების საწვრთნელი ბაზის მშენებლობის გეგმა განიხილეს.

შეხვედრის დასასრულს, ირაკლი ტაბაღუამ ძალოსნობის ფედერაციის წარმომადგენლებს წარმატებები უსურვა და საჩუქრად, რუსთავის ნაქალაქარზე, არქეოლოგიური გათხრების შედეგად აღმოჩენილი, 1230 წლით დათარიღებული, რუსუდან დედოფლის მონეტის ასლი გადასცა.

NO COMMENTS