რუსთავის თვითმმართველობის ხელმძღვანელობა ჭყონდიდელის დასახლების მოსახლეობას შეხვდა

0
39

რუსთავის მერი ირაკლი ტაბაღუა, საკრებულოს თავმჯდომარე ლევან ონიანსა და საკრებულოს დეპუტატებთან ერთად, ჭყონდიდელის დასახლების მაცხოვრებლებს შეხვდა.

ქალაქის მერი მოსახლეობას ჭყონდიდელის დასახლებაში განხორციელებულ პროექტებზე ესაუბრა და მიმდინარე წელს დაგეგმილი ინფრასტრუქტურული სამუშაოების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია.

2019 წელს, ჭყონდიდელის დასახლებაში, გრანელის ქუჩის #7-9-11, #23-25, გიორგაძის ქუჩის #8, ჩეხოვის ქუჩის N6-8-8ა-10 საცხოვრებელი სახლების დაზიანებული ფასადების, ხოლო რჩეულიშვილის ქუჩაზე #18 კორპუსის ეზოს ა/ბეტონის საფარის სარეაბილიტაციო სამუშაოები განხორციელდება.
ბარნოვის ქუჩის #8 საცხოვრებელ შენობასთან დაგეგმილია სპორტული მოედნის კეთილმოწყობა, უახლოეს პერიოდში დაიწყება ჩეხოვის და ჩაპაევის ქუჩებზე გზების, ტროტუარების და ეზოების საფარის რეაბილიტაციის და სანიაღვრე სისტემების მოწყობის პროექტით გათვალისწინებული სამუშაოებიც.

აღნიშნულ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე ამ ეტაპზე სატენდერო პროცედურები მიმდინარეობს.

ჭყონდიდელის დასახლებაში, 2018 წელს, სხვადასხვა ინფრასტრუქტურული სამუშაოები განხორციელდა, მათ შორის: რეაბილიტაცია ჩაუტარდა N41 საბავშვო ბაღის სარინერს და ტერიტორიის გზის საფარს, რჩეულიშვილის #10 და #10ა-ს შორის სანიაღვრე სისტემას, ასევე რჩეულიშვილის ქ. #18-ში აშენდა მუნიციპალიტეტის ახალი შენობა. დასახლების სხვადასხვა უბანში შეკეთდა ძლიერი ძლიერი ქარის შედეგად დაზიანებული 42 შენობის სახურავი.
ამჟამად მიმდინარეობს მშვიდობის ქუჩის სარეაბილიტაციო სამუშაოები.

NO COMMENTS