ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიის საჩუქარი ქალბატონებს

0
162

ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიის საჩუქარი ქალბატონებს- კულტურის სახლში მუსიკის საღამო გაიმართა

ქალთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით ბოლნისის კულტურის სახლში ლამაზი საღამო გაიმართა.

წინასარვამარტო განწყობა ბოლნისელ ქალბატონებს ,,ქართული კვარტეტის” მომღერლებმა: დავით არჩვაძემ, დავით მაღრაძემ, ნიკოლოზ ცერცვაძემ და ბექა ჩხაიძემ შეუქმნეს.
სცენაზე ცნობილი ქალაქური სიმღერები აჟღერდა.ღონისძიების დასასრულს, დავით არჩვაძის ახალი სიმღერის პრემიერაც შედგა. მომღერალმა მადლობა გადაუხადა დამსწრე საზოგადოებას გულთბილი დახვედრისთვის და აღუთქვა, რომ ბოლნისში შემოქმედებითი კონცერტით დაბრუნდება, რომელშიც მონაწილეობას ცნობილი ქართველი შემსრულებლები მიიღებენ.
ქალთა საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებას, ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერი, დავით შერაზადიშვილი დაესწრო.

NO COMMENTS