ბოლნისის მერმა და მაჟორიტარმა დეპუტატმა ქალბატონებს 8 მარტი მიულოცეს

0
57

დღეს, ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა, დავით შერაზადიშვილმა, ქალთა საერთაშორისო დღე, მუნიციპალიტეტში მცხოვრებ მრავალშვილიან ქალბატონებს, ბოლნისის მაჟორიტარ დეპუტატთან, გოგი მეშველიანთან და საკრებულოს თავმჯდომარესთან, თამაზ ჟორჟოლიანთან ერთად მიულოცა.
11 შვილის დედას, ნონა მიქაცაძეს, 10 შვილის დედას, ნაირა მშვილდაძესა და 7 შვილის დედას მინავარ ასკაროვას, ტკბილეული და ყვავილების ტაიგული მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელმა პირებმა სახლში მიუტანეს და დღესასწაული საუკეთესო სურვილებით მიულოცეს.
,,გაზაფხულის შემობრძანება ქალთან ასოცირდება, ვინაიდან მარტის პირველი დეკადა, ქალბატონებისადმი მიძღვნილ დღესასწაულებს ეთმობა. მინდა ყველა მანდილოსანს მივულოცო ქალთა საერთაშორისო დღე. ბედნიერებით სავსენი და ჯანმრთელები ყოფილიყვნენ.
დღეს, მაჟორიტარ დეპუტატ გოგი მეშველიანთან და საკრებულოს თავმჯდომარე თამაზ ჟორჟოლიანთან ერთად, მუნიციპალიტეტში მცხოვრები მრავალშვილიანი ქალბატონები მოვინახულეთ. იყო 11 შვილის დედა, გმირობის ტოლფასია, უდაოდ დიდი ღვაწლია ოჯახისა და ქვეყნის წინაშე. მინდა ბედნიერება და დიდხანს სიცოცხლე ვუსურვო მათ“, – განაცხადა ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა, დავით შერაზადიშვილმა.

NO COMMENTS