ქალაქის ხელმძღვანელობამ ,,ქსენონში” მცხოვრებ ქალბატონებს 8 მარტი მიულოცა

0
202

რუსთავის მერმა ირაკლი ტაბაღუამ მუნიციპალურ თავშესაფარ ,,ქსენონში’’ მცხოვრებ ქალბატონებს 8 მარტი მიულოცა. 
ქალაქის მერმა ქალბატონებს სადღესასწაულო ტორტი მიართვა და სარვარმარტო საჩუქრები გადასცა.
,,ქსენონში’’ მცხოვრები ქალბატონების სადღესასწაულო განწყობაზე იზრუნა ბავშვთა ფოლკლორულმა ანსამბლმა ,,თამარისი’’ და მათთვის რამდენიმე სიმღერა შეასრულა. 
ღონისძიებას მერის მოადგილე გოჩა ლორია და საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატები – გურამ კვარაცხელია და დავით იშხნელი დაესწრნენ. 

NO COMMENTS