21 მარტს დაუნის სინდრომის მსოფლიო დღე აღინიშნება

0
62

ბოლნისის მუნიციპალიტეტი წელსაც შეურთდა ჭრელი წინდების კამპანიას #წინდამინდა.
ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილეებმა, სოციალური სამსახურის თანამშრომლებთან და ბოლნისის მაჟორიტარი დეპუტატის ბიუროს წარმომადგენლებთან ერთად, ბოლნისის სარეაბილიტაციო- საგანმანათლებლო ცენტრი ,,განთიადი”-ს ბენეფიციარები მოინახულეს.

ვალენტინა ნავერიანმა და ლონგინოზ გასანოვმა, ცენტრის ბენეფიციარებს ტკბილეული მიუტანეს, დაუნის სინდრომის მსოფლიო დღე მიულოცეს და ჭრელი წინდებით სამახსოვრო ფოტოები გადაიღეს.

„საქართველოს დაუნის სინდრომის ასოციაცია“ წელს მერვედ აღნიშნავს დაუნის სინდრომის მსოფლიო დღეს.
წლევანდელი მსოფლიო კამპანიის გზავნილია „არავინ დატოვო მიღმა”

NO COMMENTS