“სოფლის მხარდაჭერის პროგრამა“ ბოლნისის მუნიციპალიტეტის 47 დასახლებულ პუნქტში განხორციელდება

0
73

2019 წლის 4 მარტს, ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულომ, ბოლნისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე (სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში) განსახორციელებელი ინფრასტრუქტურული პროექტები მოიწონა.

➡️„სოფლის მხარდაჭერის პროგრამა“ ბოლნისის მუნიციპალიტეტის 47 დასახლებულ პუნქტში განხორციელდება, წელს ბოლნისის მუნიციპალიტეტში რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან 720 000 ლარი დაიხარჯება, პროექტები მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის თანადაფინანსებით განხორციელდება.

➡️ამ ეტაპზე მიმდინარეობს საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადება. შესაბამისი მომსახურებების შესყიდვაზე, თითქმის ყველა დასამზადებელ პროექტზე, ხელშეკრულებები გაფორმებულია საპროექტო ორგანიზაციებთან.

➡️სამშენებლო სამუშაოები 2019 წლის 20 აპრილიდან დაიწყება.

NO COMMENTS

LEAVE A REPLY