„არემჯის“ სტიპენდიას წელს ტექნიკური უნივერსიტეტის 17 სტუდენტი მიიღებს

0
49

27 მარტს, კომპანია „არემჯის“ თბილისის ოფისში საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის იმ 17 სტუდენტის ვინაობა გახდა ცნობილი, რომლებიც „არემჯის სტიპენდიანტები“ იქნებიან.
1 წლიანი სტიპენდია წელს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამთო-გეოლოგიური ფაკულტეტის 13-მა, და ქიმიური ფაკულტეტის 4-მა სტუდენტმა მოიპოვა.

გასულ კვირას სტიპენდიანტების გამოსავლენად სტუდენტებმა ინდივიდუალური გასაუბრება, კომპანიის მენეჯერებისა და ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლებისაგან დაკომპლექტებულ კომისიასთან გაიარეს.

შესარჩევი კონკურსში მონაწილეობა ტექნიკური უნივერსიტეტის სამთო-გელოგიური, ქიმიური ტექნოლოგიისა და მეტალურგიის ფაკულტეტის 50-ზე მეტმა სტუდენტმა მიიღო. სტიპენდიანტების შერჩევის პროცესში მთავარი კრიტერიუმი სტუდენტების მაღალი აკადემიური მოსწრება იყო, თუმცა „არემჯის“ სოცილური პასუხისმგებლობის გათვალისწინებით განსაკუთრებული ყურადღება ქვემო ქართლის (ბოლნისის, დმანისის, თეთრიწყაროს რაიონები.) რეგიონის სტუდენტებს დაეთმო.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტთან წარმატებული და მჭიდრო თანამშრომლობის ფარგლებში, მიმდინარე წელს შესაბამისი პროფილის სტუდენტებისათვის კომპანია საკუთარ ობიექტებსა და საწარმოებში პრაქტიკების და სტაჟირების გავლას უზრუნველყოფს.

NO COMMENTS

LEAVE A REPLY