დაბა კაზრეთის მკლავჭიდის კლუბის წევრებმა საქართველოს მკლავჭიდის ჩემპიონატზე ერთი ოქრო, ერთი ვერცხლი და ორი ბრინჯაო მოიპოვეს

0
59

დაბა კაზრეთის მკლავჭიდის კლუბისთვის საქართველოს ჩემპიონატში მონაწილეობა წარმატებული გამოდგა.
კაზრეთელი ზვიად ლომსაძე 18 წლამდე ახალგაზრდებში, აბსოლუტურ წონით კატეგორიაში პირველი ადგილის მფლობელი გახდა და საქართველოს ჩემპიონის წოდება მოიპოვა. ამავე კატეგორიაში მესამე ადგილი და ბრინჯაოს მედალი ნიკა ავქოფაშვილმა დაიმსახურა, რომელიც მარცხენა ხელით 75 კილოგრამ წონით კატეგორიაში ასპარეზობდა.
ჩემპიონატში 15 წლამდე ახალგაზრდებში, კაზრეთის კლუბი ასახელა ზაურ ლახვერდიევმა, რომელმაც მეორე ადგილი მარჯვენა ხელით, ხოლო მესამე ადგილი მარცხენა ხელით ასპარეზობაში დაიკავა.
თბილისში გამართულ 2019 წლის საქართველოს მკლავჭიდის და პარა მკლავჭიდის ჩემპიონატში საქართველოს სხვადასხვა რაიონებიდან 400-მდე სპორტსმენი იღებდა მონაწილეობას. კაზრეთის მკლავჭიდის კლუბი პირველობაზე 10 სპორტსმენით იყო წარმოდგენილი. კლუბს 2016 წლიდან კომპანია ,,არემჯის“ აფინანსებს.

NO COMMENTS

LEAVE A REPLY