2019 წელს, დაბა კაზრეთში, 4 მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის სახურავის რეაბილიტაცია განხორციელდება

0
73

რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით, წელს დაბა კაზრეთში, 9/2, 9/13, 12/11, და 12/12 საცხოვრებელი კორპუსების სახურავი შეიცვლება.

სამუშაოები უკვე დაწყებულია 9/13 და 12/12 კორპუსში,ხოლო 9/2, 12/12 მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის სახურავების შეცვლა უახლოეს დღეებში დაიწყება.

სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანიები შეასრულებენ. სახურავების რეაბილიტაცია 3 თვეში დასრულდება.

NO COMMENTS