„აჩუქე წიგნი” – აქციას ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერი შეუერთდა

0
233

„აჩუქე წიგნი” – აქციას ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერი შეუერთდა

„დიდი სიამოვნებით შევუერთდი საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორის, მწერალ გიორგი კეკელიძის ინიციატივას- 23 აპრილი წიგნის ჩუქების დღედ დამკვიდრდეს.
აქციის #აჩუქეწიგნი ფარგლებში ბოლნისის მთავარ ბიბლიოთეკას, რამდენიმე წიგნი გადავეცი, რითაც წიგნადი ფონდი კიდევ უფრო შეივსება. ვფიქრობ, ეს არის ერთ-ერთი ყველაზე კეთილშობილური და საჭირო ინიციატივა, რომელიც მიმართულია წიგნის პოპულარიზაციისაკენ და ყველა ძალისხმევა, მომავალი თაობები წიგნებს კიდევ უფრო დავამეგობროთ, იქნება ჩემი მხრიდან მხარდაჭერილი. სწორედ წიგნიერი და ერუდირებული თაობა არის ჩვენი ქვეყნის წარმატების საწინდარი. ” -განაცხადა ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა დავით შერაზადიშვილმა.

NO COMMENTS