დედამიწის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებული კვირეულის ფარგლებში, დაბა კაზრეთში, კომპანია ,,არემჯის” ორგანიზებით გამწვანების მასშტაური აქცია გაიმართა

0
61

დღეს, დედამიწის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებული კვირეულის ფარგლებში, დაბა კაზრეთში, კომპანია ,,არემჯის” ორგანიზებით გამწვანების მასშტაური აქცია გაიმართა, რომელსაც ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიის თანამშრომლები შეურთდნენ.
კომპანიის ინიციატივით, ცენტრალურ პარკში სარეაბილიტაციო სამუშაოები განხორციელდა. შეიღება და შეკეთდა შადრევანი და მოსასვენებელი სკამები, დაირგა 50-ზე მეტი ტუიას ემანოისის ნერგი.
დედამიწის დღის აღსანიშნავად, პარკის ერთ-ერთ შენობაზე 3D ფორმატში მოიხატა კედელი. ღონისძიებას მუსიკალურად დიჯეი აფორმებდა. სამხატვრო სტუდიის ბავშვებმა საკუთარი ნამუშევრები გამოფინეს.
დედამიწის საერთაშორისო დღე მთელ მსოფლიოში 42-ედ აღინიშნა.

NO COMMENTS