ქართული პროდუქციის დაცვის, ხარისხის გაზრდისა და მისი პოპულარიზაციისათვის ახალი რეგულაცია – „ხარისხის ნიშნის გამოყენების უფლების მინიჭების წესი“ შემუშავდა

0
116


„ხარისხის ნიშნის გამოყენების უფლების მინიჭების წესი“ ითვალისწინებს საქართველოში სურსათთან დაკავშირებული ხარისხის სქემების განვითარების, პროდუქტის ბრენდირების, მარკეტინგის საერთაშორისო პრაქტიკის დანერგვის ხელშეწყობის, მათი დაცვის სამართლებრივ/ინსტიტუციონალური მექანიზმების სრულყოფის და ხარისხის ნიშნის მიხედვით ნიშანდებული სურსათის პოპულარიზაციის უზრუნველყოფის საკითხებს.

განსაზღვრულია თერთმეტი კლასიფიკაციის ხარისხი და ხარისხის აღმნიშვნელი ნიშანი:
• „დაცული გეოგრაფიული აღნიშვნა“ 
• „დაცული ადგილწარმოშობის დასახელება“ 
• „ტრადიციული პროდუქტი“ 
• „ქართული ხარისხი“ 
• „ბალახით ნაკვები“ 
• „ხელით დამზადებული“
• „მთის პროდუქტი“ 
• „ტყეში ნასუქი“ 
• „პირდაპირი დაწურვის წვენი“ 
• „ბიოპროდუქტი“ 
• „ბიოწარმოებაზე გარდამავალი“

სასურსათო პროდუქტზე ხარისხის ნიშნის მინიჭება ნებაყოფლობითი პროცედურაა და მინიჭება საქართველოს კანონმდებლობით და აღნიშნული წესით დადგენილი მოთხოვნების შესაბამისად ხორციელდება.
ხარისხის ნიშნის გამოყენების უფლების მინიჭების შემდეგ საწარმო და თვით პროდუქცია ექვემდებარება მუდმივ კონტროლს მონიტორინგის გეგმის შესაბამისად და რაიმე ხარვეზის აღმოჩენის შემთხვევაში გატარდება შესაბამისი ღონისძიებები.

NO COMMENTS