ბოლნისის „გერმანულ უბანში“ გერმანულ-ქართული კულტურის ცენტრი განთავსდება

0
50

ბოლნისში სოფლის მამასახლისის ყოფილი შენობის სარესტავრაციო სამუშაოები დაიწყო. გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის პროგრამის ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხებით წლის ბოლომდე უნდა მოხდეს ბოლნისის „გერმანულ უბანში“ არსებული ამ შენობის განახლება. შენობაში დაგეგმილია გერმანულ-ქართული კულტურის ცენტრის განთავსება, რაც მომავალში მოიცავს ტურისტთა საინფორმაციო ცენტრს, რაიონის განვითარებისა და ზრდასრულთა განათლების ცენტრს და ასევე ხელოვანთა სხვადასხვა პროგრამებს.

პროექტს ახორციელებს სამხრეთ კავაკასიაში გერმანული კულტურული მემკვიდრეობის დაცვის კავშირი ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიასთან ერთად.

NO COMMENTS

LEAVE A REPLY