ბოლნისის ცენტრალურ პარკში, ევროპის დღე გაიმართება

0
96

18 მაისს, ბოლნისის ცენტრალურ პარკში, ევროპის დღე გაიმართება. ღონისძიებაზე მოეწყობა ადგილობრივი მეწარმეების პროდუქციის გამოფენა, ჩატარდება ესეების კონკურსის „ევროპა ჩემთვის არის…“ საუკეთესო ნაშრომების ავტორების დაჯილდოება, გაიმართება საფეხბურთო ტურნირის „ჩემი ევროპა“ ფინალური ტური, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ ქვემო ქართლის მუნიციპალიტეტების გამარჯვებული სკოლის მოსწავლეები/გუნდები.

ცენტრალური პარკის მიმდებარე ტერიტორიაზე ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიის ორგანიზებით გაიმართება სხვადასხვა კულტურულ-შემეცნებითი ღონისძიებები და გამოფენები.
ღონისძიების მიზანია ფართო საზოგადოებისთვის ევროპასთან საქართველოს კულტურული დაახლოების ხელშეწყობა და ახალგაზრდების მეტი ჩართულობა ევროინტეგრაციის პროცესში.
ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის მიერ წარმოდგენილი იქნება საინფორმაციო კუთხე, სადაც სტუმრებს საშუალება ექნებათ შეიტყონ იმის შესახებ, თუ როგორ უწყობს ხელს ევროკავშირი და ქმნის ახალ შესაძლებლობებს საქართველოს მოქალაქეებისთვის. სტუმრები გაეცნობიან საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობების, ევროკავშირის შესახებ გავრცელებული დეზინფორმაციისა და რეალობის შესახებ ინფორმაციას.

ღონისძიება იმართება საგარეო საქმეთა სამინისტროს სსიპ-ის ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ქვემო ქართლის ბიუროს ინიციატივითა და ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიის ორგანიზებით.

საქართველოში ევროპის დღეები 5 მაისს, ოფიციალურად დაიწყო და მაისის ბოლომდე გაგრძელდება.
ღონისძიებები სსიპ-ის „საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ“ და საგარეო საქმეთა სამინისტროს ორგანიზებით, წელს მეშვიდედ იმართება. ევროპის დღეების მიზანია ევროკავშირისა და საქართველოს ურთიერთობების, მიმდინარე ინტეგრაციის პროცესის შესახებ საქართველოს მოქალაქეების ინფორმირება და სხვადასხვა სამიზნე ჯგუფების ჩართულობის გაზრდა.

პროგრამა:
10:00 – 14:00 საფეხბურთო ტურნირი (წილისყრა და ნახევარფინალური თამაშები – გოგონები/ბიჭები);
10:00 – 14:00 გასართობი ღონისძიებები;
10:00 – 14:00 მეწარმეთა პროდუქციის გამოფენა გაყიდვა;
13:00 – 14:00 ფინალური შეხვედრები ( გოგონები / ბიჭები)
14:00 – 15:00 დასკვნითი ღონისძიება

NO COMMENTS