ბოლნისში ახალი ხელოვნურსაფარიანი მინი სტადიონები გაიხსნა

0
29


ქალაქ ბოლნისს კიდევ 2 ხელოვნურსაფარიანი მოედანი შეემატა. პეტრე იბერისა და იოანე პეტრიწის ქუჩებზე მდებარე სტადიონები საზიემო ვითარებაში გაიხსნა.
წითელი ლენტი ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულმა შოთა რეხვიაშვილმა, საქართველოს პარლამენტის წევრმა გოგი მეშველიანმა და ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა დავით შერაზადიშვილმა გაჭრეს.
მოწვეული სტუმრებისთვის პატარებმა სპორტული აქტივობები მოაწყვეს და სამსახსოვრო ფოტოები გადაიღეს.
პეტრე იბერის ქუჩაზე მდებარე სტადიონი ახალგაზრდა გარდაცვლილი სპორტსმენის,ლევან უგულავას სახელს ატარებს. სკვერის გახსნას ლევანის ოჯახის წევრებიც ესწრებოდნენ. სტადიონის მიმდებარედ მოეწყო პატარა სკვერიც,რომლით სარგებლობას ადგილობრივი მოსახლეობის გარდა, N5 საბავშვო ბაგა-ბაღის აღსაზრდელებიც შეძლებენ.
აღნიშნული პროექტები ბოლნისის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტიდან დაფინანსდა.
,,დღეს საზეიმოდ გავხსენით ქალაქ ბოლნისში ახლადაშენებული სპორტული მოედნები. ეს ტერიტორიები რამდენიმე თვის წინ იყო სრულიად აუთვისებელი და ახლა ახალი ფუნქცია და სიცოცხლე შეიძინა. ჩვენთვის ჯანსაღი ცხოვრების პროპაგანდა წარმოადგენს ერთ-ერთ მთავარ მიმართულებას, ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში, მუნიციპალიტეტის მასშტაბით, არაერთი სპორტული ინფრატრუქტურა მოვაწყვეთ“,- განაცხადა ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა დავით შერაზადიშვილმა.

NO COMMENTS

LEAVE A REPLY