ქვემო ქართლის მხარისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელმა პირებმა ქალაქში მიმდინარე ინფრასტრუქტული პროექტები მოინახულეს

ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულმა შოთა რეხვიაშვილმა, ბოლნისის მაჟორიტარმა დეპუტატმა გოგი მეშველიანმა და ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა დავით შერაზადიშვილმა ქალაქ ბოლნისში რამდენიმე მისამართზე მიმდინარე და დასრულებული ინფრასტრუქტურული პროექტები მოინახულეს.

სამუშაოები უკვე დასრულებულია ექვთიმე თაყაიშვილის ქუჩაზე, სადაც 220 გრძივ მეტრზე ადილობრივი ბაზალტის ქვაფენილი დაიგო. სამუშაოები რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით განხორციელდა.

ახალი ქვაფენილის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს რუსთაველის ქუჩაზეც, სადაც 250 გრძივ მეტრზე საგზაო ინფრასტრუქტურა მოეწყობა.
ქალაქ ბოლნისის N4 საბავშვო ბაგა-ბაღის სარეაბილიტაციო სამუშაოებს მხარისა და მუნიციპალიტეტის პირველი პირები ადგილზე გაეცნენ და პროექტის მიმდინარეობა შეაფასეს. ინფრასტრუქტურული პროექტის საერთო ღირებულება 394 900 ლარია.

,, ბოლნისის მუნიციპალიტეტში აქტიურად მიმდინარეობს ინფრასტრუქტურული პროექტები. მნიშვნელოვან მიმართულებას წელსაც წარმოადგენს საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება. ამჟამად ადგილობრივი ბაზალტით რუსთაველის ქუჩის მოპირკეთება მიმდინარეობს, სადაც ახალი ქვაფენილი 250 გრძივ მეტრზე მოეწყობა.
ქვაფენილი უკვე დაიგო ექვთიმე თაყაიშვილის ქუჩაზეც, აღნიშნული სამუშაოები რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან და ადგილობრივი ბიუჯეტიდან დაფინანსდა.
ასევე ერთ-ერთ მნიშვნელოვან მიმართულებას წარმოადგენს საბავშვო ბაგა-ბაღების თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად რეაბილიტირება და აღჭურვა. ამჟამად სარეაბილიტაციო სამუშოები უტარდება N4 საბავშვო ბაღს. მოგეხსენებათ, მუნიციპალიტეტში გვაქვს სკოლამდელი დაწესებულება, აქედან 10 სრულად რეაბილიტირებულია.
2019 წელს არაერთი მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტი განხორციელდება, რომელიც ჩვენს მოქალაქეებს უკეთეს საცხოვრებელ გარემოს შეუქმნის“,- აღნიშნა ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა დავით შერაზადიშვილმა.

NO COMMENTS