ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიასა და შპს ჰემატოლოგიისა და ტრანსფუზიოლოგიის ინსტიტუტს შორის მემორანდუმი გაფორმდა

0
56

დღეს, ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიასა და შპს ჰემატოლოგიისა და ტრანსფუზიოლოგიის ინსტიტუტს შორის, სისხლის დონაციასთან დაკავშირებით მემორანდუმი გაფორმდა. დოკუმენტს ხელი ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა დავით შერაზადიშვილმა და ჰემატოლოგიისა და ტრანსფუზიოლოგიის ინსტიტუტის დირექტორმა ნოკოლოზ ჭელიძემ მოაწერეს.
მემორანდუმის მიზანია მერიასა და ინსტიტუტს შორის თანამშრომლობა, საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში პაციენტების, მშობიარეების, ჩვილი ბავშვებისა და ექსტრემალური სიტუაციების დროს დაზარალებული პაციენტების, ასევე ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიისა და მის დაქვემდებარებაში მყოფი სამსახურების თანამშრომლებისა და მათი ოჯახის წევრების მკურნალობის პროცესში სისხლის კომპონენტების დამზადება.

,,ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერია, ბოლო რამდენიმე წელია აქტიურად თანამშრომლობს ჰემატოლოგიისა და ტრანსფუზიოლოგიის ინსტიტუტის სისხლის ბანკთან. დღეს ჩვენი თანამშრომლობა მემორანდუმის ფარგლებში კიდევ ერთხელ განვამტკიცეთ. ნამდვილად დიდი პასუხისმგებლობაა იყო უანგარო დონორი და გაღებული სისხლით ადამიანებს დახმარების ხელი გაუწოდო”,-აღნიშნა ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა დავით შერაზადიშვილმა.

NO COMMENTS

LEAVE A REPLY