ბოლნისის თეატრში გრანდიოზული პრემიერა შედგა- რეჟისორმა ლაშა ნოზაძემ თეატრის მოყვარული საზოგადოება კიდევ ერთხელ გააოცა

0
78


რამდენიმეთვიანი შრომის შემდეგ, ბოლნისის კულტურის სახლის სცენაზე, ლეგენდარული უილიამ შექსპირის შედევრი გაცოცხლდა. მსახიობებმა არნახული პროფესიონალიზმით გადმოგვცეს უკვდავი ,,ჰამლეტის“ ტრაგიკული ამბავი.
ლაშა ნოზაძე ექსპერმენტების მოყვარული რეჟისორია. მისი ჩანაფიქრი, არ დატოვოს მაყურებელი გულგრილი, ყოველთვის სრულდება, რასაც დამსწრე საზოგადოების განწყობა ადასტურებს.
დღეს, ბოლნისის თეტრალურმა დასმა მეორე საპრემიერო ჩვენება გამართა, რომელსაც ბოლნისის მაჟორიტარი დეპუტატი გოგი მეშველიანი და ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერი დავით შერაზადიშვილი ესწრებოდნენ.
საპრემიერო ჩვენებები ხვალ დასრულდება. როგორც რეჟისორი ლაშა ნოზაძე აღნიშნავს, სპექტაკლით შემოდგომაზე თეატრალური სეზონი გაიხსნება.

NO COMMENTS

LEAVE A REPLY