ბოლნისის მუნიციპალიტეტი საერთაშორისო ფორუმს უმასპინძლებს

0
136

ბოლნისის მუნიციპალიტეტი, პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად, აწყობს პირველ საერთაშორისო ფორუმს „ადგილობრივი თვითმმართველობები ახალი ეკონომიკური შესაძლებლობებისთვის სოფლის მეურნეობაში და სოფლად“.

ღონისძიების მთავარი მიზანია ადგილობრივი ხელისუფლების პოტენციალისა და როლის განსაზღვრა, აგრობიზნესისა და სოფლის განვითარებაში. კონფერენციაზე მონაწილეებს შესაძლებლობა ექნებათ ჩაერთონ დისკუსიაში, გაეცნონ ბოლნისის მუნიციპალიტეტის შესაძლებლობებს, ეწვიონ მთავარ ტურისტულ ატრაქციებს და ითანამშრომლონ ერთმანეთთან.

ღონისძიება დაყოფილია სამ მთავარ ნაწილად:

  • საერთაშორისო კონფერენცია „ადგილობრივი თვითმმართველობები სოფლის მეურნეობისა და სოფლების მდგრადი განვითარებისთვის“;
  • ვაზის დარგვის ცერემონია;
  • ბოლნისის ღვინისა და სოფლის მეურნეობის პროდუქტების გამოფენა.

ღონისძიებას დაესწრება 100-მდე წარმომადგენელი რეგიონული და ცენტრალური ხელისუფლებიდან, საერთაშორისო ორგანიზაციებიდან და პარტნიორებიდან,  არასამთავრობო ორგანიზაციებიდან. ფორუმში მონაწილეობას მიიღებენ საქართველოს, უკრაინის, ბელარუსის, მოლდოვას, სომხეთისა და აზერბაიჯანის ადგილობრივი თვითმმართველობის / პარტნიორობის წარმომადგენლები, საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა და”მერების ეკონომიკური ზრდისთვის” სამდივნო.

NO COMMENTS