ბოლნისის პირველი საერთაშორისო ფორუმის ფარგლებში, 14 ივნისს ღვინის ეროვნული სააგენტოს ინიციატივით, ბოლნისში დამზადებული ღვინის შეფასება მოხდა

0
88

ბოლნისის პირველი საერთაშორისო ფორუმის ფარგლებში, 14 ივნისს ღვინის ეროვნული სააგენტოს ინიციატივით, ბოლნისში დამზადებული ღვინის შეფასება მოხდა. ღვინის ეროვნული სააგენტოს სადეგუსტაციო კომისიის თავმჯდომარემ ანა გოდაბრელიძემ, სააგენტოს თავმჯდომარე ლევან მეხუზლასთან ერთად, პეტრე-პავლეს სახელობის მონასტრის ეზოში ბოლნისელი მეღვინეები სხვადასხვა სინჯის მედლებით დააჯილდოვა.
ოქროს მედალი „ზურაბ ქობულაძის მარანს“ ერგო, ვერცხლი – „ძმების მარანს“. ბრინჯაოს მედლები კი „ბოლნისის ოქროს საწმისმა“, „ალიოშა კაპანაძის მარანმა“ და „გობეჯიშვილის მარანმა“ მოიპოვეს.
აღსანიშნავია, რომ საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის-საქპატენტის სასაქონლო ნიშნების, გეოგრაფიული აღნიშვნებისა და დიზაინების დეპარტამენტის უფროსმა ირაკლი კასრაძემ, გაერთიანებას ,,ბოლნური ღვინო“ ადგილწარმოშობის დასახელების დამადასტურებელი პასპორტი გადასცა.

NO COMMENTS