ბოლნისში “საბაობა 2019“ აღინიშნა

0
76


ბოლნისში სახალხო დღესასწაული „საბაობა 2019″ გაიმართა. დიდი ქართველი მწერლის, დიპლომატის, მეიგავის და სასულიერო პირის სულხან-საბა ორბელიანის 361 წლისადმი მიძღვნილი ღონისძიება “საბაობა 2019″ სოფელ ტანძიაში მისსავე სახლ-მუზეუმში ჩატარდა. ბოლნელმა მთავარეპისკოპოსმა ეფრემმა ორბელიანების საგვარეულო ეკლესიაში სულხან – საბა ორბელიანის სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი გადაიხადა და ქადაგებაში მის ღვაწლზე ისაუბრა.
,,საბაობისადმი“ მიძღვნილი ღონისძიება სოფელ ტანძიაში წელს განსხვავებული ფორმატით ჩატარდა. სულხან- საბა ორბელიანის შესახებ მუზეუმში საჯარო ლექცია მოეწყო, რომელსაც საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი გიორგი კეკელიძე უძღვებოდა. გიორგი კეკელიძემ საზოგადოებას კიდევ ერთხელ შეახსენა საბას განვლილი გზა და აქცენტები მის შემოქმედებასა და დიპლომატიურ მოღვაწეობაზე გააკეთა . ღონისძიების მსვლელობისას გიორგი კეკელიძემ, ლექციის მსმენელებს მოკლენმეტრაჟიანი ანიმაციური ფილმები უჩვენა, რომელიც დიდაქტიკურ ხასიათს ატარებდა.

NO COMMENTS