კომპანია „არემჯი“ 2018-2019 სასწავლო წლის საქართველოს ეტალონი მოსწავლე დააჯილდოვა

 საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატ ,,ეტალონის“ 2018-2019 სასწავლო წლის გამარჯვებული ხარაგაულის მუნიციპალიტეტის წმინდა ანდრია პირველწოდებულის გიმნაზიის მოსწავლე საბა ებანოიძე გახდა, რომელიც კომპანია „არემჯიმ“ 2500 ლარით დაასაჩუქრა.

„ეტალონის“ ფინალურ კონკურსზე კომპანიამ, 500 ლარით დააჯილდოვა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე მონაწილე ანა სიხაშიშვილი, რომელიც თბილისის N202 სკოლის მე-11-ე კლასის მოსწავლეა.

,,კასპის ეტალონ მოსწავლეს“ დავით ბეინაშვილს კომპანიისგანასევე საჩუქრად გადაეცა 500 ლარი.

კომპანია ,,არემჯი“ ორი წელია ,,ეტალონის“ მხარდამჭერი და ინტელექტ-ჩემპიონატის მეგობარი კომპანიაა.

,,კომპანია ,,არემჯი“ ძალიან მოხარულია, რომ აქვს შესაძლებლობა უკვე მეორე წელია იყოს ,,ეტალონის“ სპონსორი. პროექტი, რომელიც სრულიად საქართველოს ახალგაზრდებს, ჩვენს მომავალ ინტელექტუალურ რესურს აერთიანებს საერთო მიზნებისკენ. ჩვენი სოციალური პასუხისმგებლობის პროგრამის ფარგლებში ,,არემჯის“ აქვს ბევრი სტიპენდია სხვადასხვა მიმართულებით, როგორც საუნივერსიტეტო დონეზე, ასევე სახელოვნებო მიმართულებით, სპორტული წრეების თვალსაზრისით, ნიჭიერი ახალგაზრდების ხელშეწყობის კუთხით და ,,ეტალონი“ ამ მხრივ ერთ-ერთი გამორჩეულია და მომავალში აუცილებლად გავაგრძელებთ თანამშრომლობას“ – განაცხადა კომპანია ,,არემჯის“ აღმასრულებელი დირექტორის მოადგილემ ამირან ქართველიშვილმა.

NO COMMENTS