გერმანიის ელჩი ბოლნისს სტუმრობდა

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე სოფიო კილაძე გერმანიის ელჩთან ჰუბერტ ქნირშთან ერთად ბოლნისის მუნიციპალიტეტს ეწვია.

სტუმრებმა ბოლნისში, ევანგელისტურ-ლუთერული სამრევლო სახლი დაათვალიერეს და ადგილობრივებს შეხვდენენ. მათ მრევლის უხუცესი წევრები გაიცნეს, რომლებმაც შვაბური დიალექტი შემოინახეს.

მოგვიანებით პარლამენტის დეპუტატმა და გერმანიის ელჩმა ის ისტორიული შენობა-ნაგებობა მოინახულეს, რომელსაც რეაბილიტაცია ქართულ -გერმანული ფინანსური მხარდაჭერით უტარდება. რეაბილიტაციის დასრულების შემდეგ, შენობაში ბოლნისის მუნიციპალიტეტის მულტიკულტურული ცენტრი გაიხსნება.

სტუმრებმა ასევე ეროვნული მუზეუმის დირექტორთან, დავით ლორთქიფანიძესთან ერთად, ბოლნისის ახალი მუზეუმი მოინახულეს, რომელშიც არაერთი საინტერესო და უნიკალურ ექსპონატი განთავსდება.

სოფიო კილაძეს და ჰუბერტ ქნირშს ბოლნისში მეგზურობა, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულმა შოთა რეხვიაშვილმა, ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა დავით შერაზადიშვილმა და ბოლნისის მაჟორიტარმა დეპუტატმა გოგი მეშველიანმა გაუწიეს.

NO COMMENTS