პეტრე-პავლობის დღესაწაულთან დაკავშირებით ელიას მთაზე არსებულ პეტრე სადღესასწაულო წირვა აღევლინა

0
45

პეტრე-პავლობის დღესაწაულთან დაკავშირებით ელიას მთაზე არსებულ პეტრე და პავლე მოციქულთა სახელობის ტაძარში, ბოლნელმა მთავარეპისკოპოსმა ეფრემმა, სადღესასწაულო წირვა აღავლინა. ღვთისმსახურებას ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერი დავით შერაზადიშვილი ადგილობრივი თვითმართველობის წარმომადგენლებთან ერთად დაესწრო.

„ბოლნისელებსა და სრულიად საქართველოს მინდა პეტრე-პავლობის დღესაწაული მივულოცო. როგორც ბოლნელმა მთავარ ეპისკოპოსმა ქადაგებისას აღნიშნა, პეტრე და პავლეს მოღვაწეობა ყოველი ჩვენგანისთვის მისაბაძი უნდა იყოს, რადგან მათ დიდი სიყვარულისა და თავდადების მაგალითი გვაჩვენეს. ყველა ჩვენს მოქალაქეს მთელი გულით ბედნიერება და სულიერი სიმშვიდე მინდა ვუსურვო“, – განაცხადა ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა დავით შერაზადიშვილმა.

NO COMMENTS

LEAVE A REPLY