ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა სოფელ კიანეთში სკვერისა და საკალათბურთო მინი მოედნის მოწყობის სამუშაოები მოინახულა

ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერი დავით შერაზადიშვილი ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად სოფელ კიანეთს ესტუმრა. მერმა სკვერისა და საკალათბურთო მინი მოედნის მოწყობის მიმდინარე სამუშაოები მოინახულა.

სოფლის მოსახლეობას თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სკვერითა და მინიმოედანით სარგებლობა 8 აგვისტოდან შეეძლება. პროექტი „სოფლის მხარდაჭერის პროგრამისა“ და ბოლნისის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით ხორციელდება.

„დღეს სოფელ კიანეთში სკვერისა და საკალათბურთო მინი მოედნის მოწყობის სამუშაოებს გავეცანი. მოხარული ვარ, რომ სულ მალე მოსახლეობა აქ დასვენებას შეძლებს, ასევე ისინი სპორტულ აქტივობებშიც ჩაებმებიან. ჩვენი მუნიციპალიტეტის მიზანი სოფლებში ინფრასტრუქტურის მოწესრიგება და ცხოვრების ჯანსაღი წესის პოპულარიზაციაა, ამიტომ მსგავსი პროექტების განხორციელებას მხარს ყოველთვის ვუჭერთ“, – განაცხადა ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა დავით შერაზადიშვილმა.

NO COMMENTS