დავით შერაზადიშვილი სოფლებში მუშევანსა და ქვეშში მიმდინარე და დასრულებულ ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს გაეცნო

0
42

ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა დავით შერაზადიშვილმა სოფელ მუშევნამდე მისასვლელი გზის მოწყობის სამუშაოები მოინახულა. ამ ეტაპზე ტერიტორიაზე ვაკის მოსწორება მიმდინარეობს, 14 სექტემბრიდან კი მოსახლეობას უკვე ბეტონის საფარიანი გზის გამოყენება შეეძლება. 

დავით შერაზადიშვილი ასევე სოფელ ქვეშსაცესტუმრა, სადაც შიდა გზა გაკეთდა და მოიხრეშა. 

„სოფელ მუშევანში ბეტონის გზა დაიგება და მოსახლეობას წლების განმავლობაში არსებული პრობლემა სულ მალე მოუგვარდება. სოფელ ქვეშში კი გადაადგილება უკვე კომფორტული გახდა, რადგან შიდა გზა მოვაწყვეთ და მოვხრეშეთ. ამ ეტაპზე გზები ბოლნისის მუნიციპალიტეტის არაერთ სოფელში მოვაწესრიგეთ და მსგავსი სამუშაოები მომავალშიც აქტიურად გაგრძელდება. ჩვენი მუნიციპალიტეტის მიზანი მუნიციპალიტეტში გამართული ინფრასტრუქტურის შექმნაა, რისთვისაც არაერთ პროექტს ვახორციელებთ“ , – განაცხადა ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა დავით შერაზადიშვილმა.

NO COMMENTS

LEAVE A REPLY