სოფელ ბალიჭში სანიაღვრე ქსელის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს

0
38

ბოლნისის მერის პირველმა მოადგილემ ბუბა გობეჯიშვილმა, მერიის ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსთან კონსტანტინე კორძაძესთან ერთად სოფელ ბალიჭში სანიაღვრე ქსელის მოწყობის სამუშაოები მოინახულა. ბუბა გობეჯიშვილი ასევე სოფლის მოსახლეობასაც შეხვდა და მათ მიმდინარე ინფრასტრუქტურული სამუშაოების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდა.

პროექტის ფარგლებში, გვერდითა სანიაღვრე არხების მოწყობის შემდეგ გზაზე ბეტონის დაგებაც იგეგმება. სამუშაოები 22 აგვისტოს დასრულდება.

„სოფელ ბალიჭში სანიაღვრე ქსელის მოწყობა აქტიურად ხორციელდება. დღეს მოსახლეობასაც შევხვდით და მათ ინფრასტრუქტურული პროექტის შესახებ ინფორმაცია მივაწოდე. აღსანიშნავია ისიც, რომ სანიაღვრე არხების გარდა, სოფელში გარე განათების მოწყობის სამუშაოებიც მიმდინარეობს“ , – განაცხადა ბოლნისის მერის პირველმა მოადგილემ ბუბა გობეჯიშვილმა.

NO COMMENTS

LEAVE A REPLY