ბოლნისის მუნიციპალიტეტს კიდევ ერთი რეაბილიტირებული ბაგა-ბაღი შეემატება

0
37

ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერის პირველმა მოადგილემ ბუბა გობეჯიშვილმა, მერიის ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროს კონსტანტინე კორძაძესთან ერთად, N4 საბავშვო ბაგა-ბაღში მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოები მოინახულა.

ამ ეტაპზე მიმდინარეობს ფასადის კედლების შელესვა, თაბაშირ-მუყაოსთვის კონსტრუქციების მოწყობა. ხორციელდება სველი წერტილებისა და ეზოს რეაბილიტაცია. ბაგა-ბაღის აღსაზრდელები და პედაგოგები გარემონტებულ, თანამედროვე სტანდარტებთან შესაბამისი შენობით ახალი სასწავლო წლიდან ისარგებლებენ.

„ N4 საბავშვო ბაგა-ბაღში კაპიტალური რემონტი აქტიურად მიმდინარეობს. სექტემბრიდან სწავლის პროცესი კომფორტული გახდება. ეს იქნება მუნიციპალიტეტში არსებული 12 ბაღიდან მე-11, რომელიც თანამედროვე სტანდარტებს უპასუხებს“ , – განაცხადა ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერის პირველმა მოადგილემ ბუბა გობეჯიშვილმა.

NO COMMENTS

LEAVE A REPLY