ბოლნისში მოსახლეობასთან შეხვედრები აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს

0
98

საქართველოს პარლამენტის წევრი, ბოლნისის მუნიციპალიტეტის მაჟორიტარი დეპუტატი გოგი მეშველიანი, ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერი დავით შერაზადიშვილი და საკრებულოს თავმჯდომარე თამაზ ჟორჟოლიანი სოფლების: სენების, ძველი ქვეშისა გეტას მოსახლეობას შეხვდნენ.

მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელმა პირებმა ადგილობრივებს 
მიმდინარე და დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ პროექტებსა და სოციალურ პროგრამებზე მიაწოდეს ინფორმაცია. 

გოგი მეშველიანი, დავით შერაზადიშვილი და თამაზ ჟორჟოლიანი ასევე სოფლებში მცხოვრები მოსახლეობის საჭიროებებსაც გაეცნენ. სოფელ გეტაში მათ ის ადგილიც მოინახულეს, სადაც ახალგაზრდებს სპორტული მოედნის მოწყობა სურთ.

NO COMMENTS