,,დიდგორობის” სახალხო დღესასწაულს ბოლნისის მუნიციპალიტეტი შეუერთდა

0
67

დიდგორის ბრძოლიდან 898-ე წელი აღინიშნა. ამ თარიღთან დაკავშირებით, დიდგორის ველზე, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში ყოველწლიური სახალხო დღესასწაული „დიდგორობა 2019“ გაიმართა. 

დღესასწაული მოსახლეობას საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ, თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ და ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულმა შოთა რეხვიაშვილმა მიულოცეს. ღონისძიებას ასევე ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე ბუბა გობეჯიშვილი დაესწრო. 

„დიდგორობა 2019“-ის ფარგლებში გაიმართა საზეიმო კონცერტი, რომელშიც მონაწილეობა ცნობილმა მომღერლებმა და ფოლკლორულმა ანსამბლებმა მიიღეს. დიდგორის ველზე მოეწყო სპორტული ასპარეზობაც. ქვემო ქართლში შემავალმა მუნიციპალიტეტებმა კი ღონისძიების სტუმრებს საქართველოს სახვადასხვა რეგიონის კულინარია და ტრადიციები გააცნეს. ბოლნისის მუნიციპალიტეტი დღესასწაულზე სამეგრელოს კუთხით წარდგა.

NO COMMENTS