თამაზ სტეფანიას სახელობის ქუჩა მალე ქვაფენილით მოიკირწყლება

0
101

საქართველოს პარლამენტის წევრი, ბოლნისის მაჟორიტარი დეპუტატი გოგი მეშველიანი, ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერი დავით შერაზადიშვილი, მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და მერიის წარმომადგენლები ქალაქ ბოლნისის ისტორიულ უბანში, თამაზ სტეფანიას სახელობის ქუჩაზე მიმდინარე ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს ადგილზე გაეცნენ.

ქუჩის 300 გრძივ მეტრზე უკვე მოწესრიგდა საკანალიზაციო სისტემა. ამ ეტაპზე უბანში 245 გრძივ მეტრზე ბოლნისური ბაზალტით ქვაფენილის დაგება და ტროტუარების მოწყობა მიმდინარეობს. სამუშაოები შემოდგომისთვის დასრულდება.

„დღეს თამაზ სტეფანიას სახელობის ქუჩაზე მიმდინარე ინფრასტრუქტურული სამუშაოები მოვინახულეთ. ამ ისტორიულ უბანს რეაბილიტაცია წლებია არ ჩატარებია. ტერიტორიაზე მოეწყო საკანალიზაციო სისტემა და სამუშაოების დასრულების შემდეგ ბოლნისს კიდევ ერთი ადგილობრივი ბაზალტით მოკირწყლული ქუჩა შეემატება. მოგეხსენებათ, ქალაქში პირველი ქვაფენილიანი ქუჩები 200 წლის წინ შვაბმა კოლონისტებმა გაიყვანეს და ნიშანდობლივია, რომ ჩვენი ქალაქი ისტორიულ იერსახეს იბრუნებს“, – განაცხადა ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა დავით შერაზადიშვილმა.

NO COMMENTS

LEAVE A REPLY