გოგი მეშველიანმა და დავით შერაზადიშვილმა იმირისანის სარწყავი სისტემის და ზედა არხის სათავე ნაგებობა მოინახულეს

0
47

ბოლნისის მაჟორიტარმა დეპუტატმა გოგი მეშველიანმა და მუნიციპალიტეტის მერმა დავით შერაზადიშვილმა ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებთან ერთად იმირასანის სარწყავი სისტემის და ზედა არხის სათავე ნაგებობა მოინახულეს.

სწორედ ამ სათავე ნაგებობებიდან ნაწილდება ბოლნისის მუნიციპალიტეტში სარწყავი წყალი.

აღსანიშნავია,რომ მოსახლეობა მუდმივად საუბრობს სარწყავი წყლის პრობლემაზე. თვითმმართველობის წარმომადგენლები აღნიშნული საკითხის მოსაგვარებლად საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს შპს „საქართველოს მელიორაციის”ხელმძღვანელობასთან მოლაპარაკების გამართავას გეგმავენ.

ამ ეტაპზე, იმირასანის სარწყავი სისტემის სათავე ნაგებობაზე, დებეტის გასაზრდელად სამუშაოები მიმდინარეობს.

NO COMMENTS