ლევან შაიშმელაშვილმა BLACK SEA CUP-ზე ასპარეზობა საპრიზო ადგილით დაასრულა

ოდესაში გამართულ საერთაშორისო ტურნირზე ADCC BLACK SEA CUP 2 ჭიდაობის სახეობა გრაფლინგში, ლევან შაიშმელაშვილმა პროფესიონალთა შორის  76 კგ  წონით კატეგორიაში მესამე ადგილი დაიკავა.

საქართველოს ორთაბრძოლების ეროვნული ფედერაციის სპორტსმენი,  ტურნირზე მონაწილეობის მისაღებად  „არემჯის“ მხარდაჭერით გაემგზავრა.

 საერთაშორისო შეჯიბრში მონაწილეობას უკრაინელი, ბულგარელი და ყირგიზი სპორტსმენები იღებდნენ. შაიშმელაშვილმა ჯამში 6 ბრძოლა გამართა. სამი შეხვედრა მახრჩობელა ილეთით დაასრულა, ერთი კი ქულათა უპირატესობით მოიგო. ნახევარფინალში ქართველმა სპორტსმენმა მინიმალური უპირატესობით დათმო ბრძოლა უკრაინელ მოჭიდავესთან.

მე-3 ადგილზე გასულ სპორტსმენს ბრინჯაოს მედალი და სამახსოვრო სიგელი გადაეცა.

NO COMMENTS