ქვემო ქართლის სახელმწიფო რწმუნებულის პირველმა მოადგილემ, ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერთან ერთად, მიმდინარე და დასრულებული ინფრასტრუქტურული სამუშაოები მოინახულა

0
45

ქვემო ქართლის სახელმწიფო რწმუნებულის პირველმა მოადგილემ, ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერთან ერთად, ქალაქ ბოლნისში, დაბა კაზრეთში, სოფელ ბალიჭსა და მუშევანში მიმდინარე და დასრულებული ინფრასტრუქტურული სამუშაოები მოინახულა.

ბოლნისის მუნიციპალიტეტს ქვემო ქართლის სახელმწიფო რწმუნებულის პირველი მოადგილე ზვიად ჭუნაშვილი ესტუმრა. ზვიად ჭუნაშვილმა, ბოლნისის მერთან დავით შერაზადიშვილთან და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად, ქალაქ ბოლნისში, დაბა კაზრეთში, სოფელ ბალიჭსა და მუშევანში მიმდინარე და დასრულებული ინფრასტრუქტურული სამუშაოები მოინახულა.

მონიტორინგის ფარგლებში, ზვიად ჭუნაშვილი N4 საბავშვო ბაგა-ბაღში მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოებს ადგილზე გაეცნო. ბაგა-ბაღის აღსაზრდელები და პედაგოგები გარემონტებული, თანამედროვე სტანდარტებთან შესაბამისი შენობით ახალი სასწავლო წლიდან ისარგებლებენ.

გუბერნატორის პირველი მოადგილე, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად, ბოლნისის ისტორიულ უბანში მდებარე რუსთაველის ქუჩას ესტუმრა, სადაც ადგილობრივი ბაზალტით ქვაფენილი დაიგო და ტროტუარები მოეწყო. მონიტორინგის ფარგლებში, ზვიად ჭუნაშვილმა ვახტანგ გორგასალისა და ექვთიმე თაყაიშვილის სახელობის ქუჩებიც მოინახულა, სადაც საგზაო ინფრასტრუქტურა მოწესრიგდა.

NO COMMENTS

LEAVE A REPLY