საბავშვო ბაღის პედაგოგებსა და აღსაზრდელებს ახალი სასწავლო წლის დაწყება ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილემ ვალენტინა ნავერიანმა მიულოცა

0
44

დღეს ბოლნისის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში ახალი სასწავლო წელი დაიწყო. ამ თარიღთან დაკავშირებით, ბოლნისის მერის მოადგილე ვალენტინა ნავერიანი, „სკოლამდელი აღზრდისა და მეთოდური კორდინაციის დაწესებულების“ ხელმძღვანელთან ლელა გოგმაჩაძესთან ერთად, ქ. ბოლნისის N1, N6 და სოფელ ქვეშის საბავშვო ბაღებს ესტუმა და აღსაზრდელებსა და პედაგოგებს სწავლის განახლება მიულოცა.

„აღმზრდელებსა და ბავშვებს ვულოცავ დღევანდელ დღეს. მათ წარმატებულ სასწავლო წელს ვუსურვებ. ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს საწყის ეტაპზე ბავშვების განვითარებას. მომავალი თაობა ჯანსაღი რომ იყოს, მუნიციპალიტეტმა იზრუნა მათი ფიზიკური და გონებრივი შესაძლებლობების გაძლიერებაზე. შემუშავდა სპეციალური მენიუ, რომელშიც ყველა აუცილებელი კალორაჟია გათვალისწინებული. ვფიქრობთ, რომ ჯანსაღი თაობა-ეს უკეთესი მომავლის საწინდარია!“ , – განაცხადა ვალენტინა ნავერიანმა.

აღსანიშნავია, რომ ბოლნისის მუნიციპალიტეტი ახალ სასწავლო წელს სიახლეებითაც ხვდება. ქალაქ ბოლნისს კიდევ ერთი გარემონტებული საბავშვო ბაღი შეემატება. N4 საბავშვო ბაგა-ბაღის სარეაბილიტაციო სამუშაოები დასკვნით ეტაპზეა და სულ მალე აღსაზრდელები და პედაგოგები თანამედროვე სტანდარტებთან შესაბამისი შენობით ისარგებლებენ.

NO COMMENTS

LEAVE A REPLY