კომუნიკაციების ომბუდსმენმა გვანცა ჩხეიძემ ბოლნისის მუნიციპალიტეტის მოსახლეობასთან შეხვედრა გამართა

0
24

ბოლნისის მუნიციპალიტეტს კომუნიკაციების ომბუდსმენი გვანცა ჩხეიძე სტუმრობდა. მან შეხვედრაზე მოსახლეობას მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის სამსახურის შესახებ ინფორმაცია მიაწოდა.

გვანცა ჩხეიძემ დამსწრე საზოგადოებას ინფორმაცია ასევე კომუნიკაციების სფეროში, მათი უფლებების, კომპანიების ვალდებულებებისა და მომხმარებელთა განცხადება/საჩივრების წარმოდგენის, განხილვის წესებისა და ვადების შესახებ გააცნო.

შეხვედრას საქართველოს პარლამენტის წევრი, ბოლნისის მაჟორიტარი დეპუტატი გოგი მეშველიანი, ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერი დავით შერაზადიშვილი, მერიისა და საკრებულოს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

გვანცა ჩხეიძის ვიზიტი საზოგადოების, კერძოდ, სატელეკომუნიკაციო დარგის მომხმარებელთა ცნობიერების ამაღლებას ისახავდა მიზნად.

NO COMMENTS

LEAVE A REPLY